• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

რუსეთში, 26 წლის ქალისა და მისი წლინახევრის შვილის ცხედრები ჭაში დამხრჩვალი იპოვნეს

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქის სოფელ კურაგინოში  26 წლის ქალისა და მისი წლინახევრის შვილის ცხედრები ჭაში დამხრჩვალი იპოვნეს. 

გამოძიების თანახმად, ცხედრების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებმა წინა დღით მიიღეს. წინასწარი მონაცემებით, პატარა გოგონა ეზოში თამაშობდა, შემთხვევით გადააბიჯა რეზინის საფარს, რომელიც ჭას დროებით იცავდა. დედამ მომხდარის დანახვისთანავე ბავშვის გადარჩენა სცადა, თუმცა ორივე ტრაგიიულად დაიღუპა.