• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

სომხეთის სამწუხარო ანტირეკორდი - COVID-19-ის შემთხვევები 452-ით გაიზარდა

სომხეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი დღე-ღამეში 452-ით გაიზარდა და, ჯამში, 7113 გახდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად მკურნალობას 3842 პაციენტი გადის, 87 კი გარდაიცვალა. ამასთან, სომხეთი ცალკე აღრიცხავს იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია ჰქონდათ, თუმცა “სხვა მიზეზებით” გარდაიცვალნენ.

კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებული რისკების გამო, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა საკურორტო ქალაქ სევანში და 3 ივნისამდე ჩაიკეტა.

ამასთან, ქვეყანაში უკვე მოიხსნა გარკვეული შეზღუდვები. აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები.


თეგები :