• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8371 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი დაიღუპა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 8371 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 379051-ს მიაღწია.

ამასთან, რუსეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით 174 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 4142 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რუსეთში ვირუსისგან 150993 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223916-ს შეადგენს.