• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

რუსეთის ანტირეკორდი - ბოლო 24 საათში კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა და 8572 დაინფიცირდა

რუსეთში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ქვეყანაში დროის ამავე პერიოდში ინფიცირების 8572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 387623 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 374-ს შეადგენს.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში 159257 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223992-ს შეადგენს.


თეგები :