• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

უმძიმესი მდგომარეობა სომხეთში - 24 საათში, კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 676-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 120 ადამიანი.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3297 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5259-ს შეადგენს.


თეგები :