• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

აშშ-მა, შესაძლოა, ქვეყანაში მყოფ ჩინელ სტუდენტებს ვიზა გაუუქმოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ჩინელ სტუდენტებს ვიზები გაუუქმოს - ინფორმაციას "როიტერსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სტუდენტების ნაწილს ჩინეთის სამხედროებთან ჰქონდეთ კავშირი.

გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას გამოაცხადებს. ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება, შესაძლოა, 5000-მდე ჩინელ სტუდენტს შეეხოს.


თეგები :