• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

ინტერნეტში გავრცელდა ახალი კადრები, რომელშიც პოლიციის მსხვერპლ ფერადკანიან მამაკაცს პატრულის თანამშრომლები ავტომობილში ძალის გამოყენებით სვამენ - ვიდეო ფლოიდის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. აღნიშნული კადრები ყველას კარგად ახსოვს. მომხდარს მთელს ამერიკაში და შემდეგ უკვე ცივილიზებულ სამყაროში საპროტესტო ტალღა მოყვა.

ახლა კი ინტერნეტში გავრცელდა კიდევ ახალი კადრები, რომელშიც პოლიციის მსხვერპლ ფერადკანიან მამაკაცს პატრულის თანამშრომლები ავტომობილში ძალის გამოყენებით სვამენ - ვიდეო ფლოიდის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.


თეგები :