• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ჩიკაგოს დასავლეთით მდებარე ქალაქ სისეროში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის ილინოისის შტატის პოლიციას მიმართეს, ვინაიდან დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიებში შეჭრა და ძარცვა დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქალაქში 60-მდე პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, აფროამერიკელი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 


თეგები :