• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 009-მდე მოიმატა.

ოფიციალური მომაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფექციით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 158-ს მიაღწია.

კორონავირუსისგან სომხეთში 3 427 ადამიანია გამოჯანმრთელებული.