• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

24 საათის განმავლობაში, მექსიკაში კორონავირუსით 741 ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 მილიონს უახლოვდება. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 524-ათასზე მეტი ადამიანი, 6 მილიონ 140-ათასზე მეტი კი განიკურნა.

ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში დაფიქსირდა, სადაც კოვიდ19-ით 741 ადამიანი გარდაიცვალა. 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა კორონავირუსმა ბრაზილიაში. კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა მსოფლიოში ისევ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, მეორეზეა ბრაზილია, მესამეზე - რუსეთი.


თეგები :