• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ენიო მორიკონე 6 ივლისს, 91 წლის ასაკში, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, კომპოზიტორი რამდენიმე დღის წინ დაეცა, რის შემდეგაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღო.

მორიკონეს მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალებისთვის ასობით მუსიკა აქვს დაწერილი. მისი ავტორობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საუნდთრექია მუსიკა ფილმისთვის “კარგი, ცუდი და ბოროტი”, რომელიც 1966 წელს გადაიღეს.


თეგები :