• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 996 098-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 131 480-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.