• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

აშშ-ში კორონავირუსის 57 203 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 57 203 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 111 902-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 895 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 133 195-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების ასევე დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.