• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 619 პაციენტი.

15 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 33 005 შემთხვევა. აქედან, 21 348 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. სულ გარდაცვლილია 781 პირი. მათგან 189 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.