• თბილისი
  • 24°C
  • 16 აგვისტო, 2020
article

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, მამაკაცმა პოლიციაში თავად დარეკა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. თვითმხილველების განცხადებით, სროლის ხმაც ისმოდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამვველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მძევლები დროულად და უსაფრთხოდ გაათავისუფლონ.

გავცრელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული. ადგილზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ჩავიდა.


თეგები :