• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 008 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 41 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 159 654-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 1 367 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 81 487-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით, ისევე როგორც ფატალური შემთხვევებით, ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.