• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 ათასამდე პირი, დაკარგულად ითვლება ასობით მოქალაქე, რომელიც აფეთქების დროს პერიმეტრის სიახლოვეს იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობის აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვის ზრდას კიდევ ვარაუდობენ.


თეგები :