• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა  ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 55 წლის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა.

55 წლის იურისტი, სანამ სენატორი გახდებოდა, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო, მანამდე კი სან ფრანცისკოს პროკურორად მუშაობდა. სენატში 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოხვდა.

შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ქალი წარადგინეს. ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კი კამალა ჰარისი იქნება პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი ვიცე-პრეზიდენტი შტატების ისტორიაში.

კამალა ჰარისი თავადაც იყო ჩართული აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში, თუმცა კამპანიას ის გასული წლის დეკემბერში გამოეთიშა.


თეგები :