• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

ბელარუსში, საპროტესტო აქციების მხარდამჭერ და ძალადობის საწინააღმდეგო პეტიციას, ათასობით მეცნიერმა მოაწერა ხელი

ბელარუსში, ათასობით მეცნიერმა, რომელთა უმრავლესობა ეროვნული სამეცინიერო აკადემიის წევრია, საპროტესტო აქციების მხარდამჭერ და ძალადობის საწინააღმდეგო პეტიციას მოაწერა ხელი. 

მეცნიერებმა ქვეყანაში მილიციის უპრეცედენტო მასშტაბის სისასტიკე დაგმეს და ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტა და უდანაშაულო ადამიანების ციხეებიდან გამოშვება მოსთხოვეს. მეცნიერების მეორე, პროსახელისუფლო ნაწილმა კი პეტიციას პროვოკაცია უწოდა.

ბელარუსში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო აქციები და პოლიციასთან შეტაკებები. აქციის მონაწილეები არჩევნების ოფიციალურ მონაცემებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო.


თეგები :