• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

საერთაშორისო ზეწოლით შეშფოთებული ოფიციალური მინსკი დათმობებზე თანხმობას აცხადებს

ოფიციალურმა მინსკმა მზადყოფნა გამოთქვა, უცხოელ პარტნიორებთან ის სიტუაცია განიხილოს, რომელიც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების ტექსტს საინფორმაციო სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინიაციო კასისის ესაუბრა. მინისტრებმა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები და სიტუაცია განიხილეს. ბელარუსული მხარე დასავლეთთან "კონსტრუქციული დიალოგის" სურვილს გამოთქვამს.

ბელარუსში უკვე მე-6 დღეა არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ შედეგების მიხედვით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლის ხმათა 80 პროცენტი დააგროვა.


თეგები :