• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 39 მილიონს გადააჭარბა. ევროპაში ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ის რეკორდულად ბევრი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ 24 საათში საფრანგეთში ინფიცირების 30 ათასზე მეტი ფაქტი დადასტურდა, რაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მონაცემები სწრაფად იზრდება იტალიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

თვითიზოლაციაში გადავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 


თეგები :