• თბილისი
  • 8°C
  • 30 ნოემბერი, 2020
article

მაიკ პომპეო მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

სტამბოლში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართოლომეოსს შეხვდა.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის განრიგი არ მოიცავს შეხვედრებს თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

მაიკ პომპეომ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა რელიგიის საკითხები განიხილეს.

ვიზიტს ფარგლებში სახელმწიფო მდივანი სტამოლში მდებარე მართლმადიდებლურ, წმინდა. გიორგი სახელობის ეკლესიასა და რუსტემ ფაშას მეჩეთს ეწვია.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრები ვერ მოხერხდა, რადგან მდივანი მცირე ხნით ჩავიდა თურქეთში.

თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამ მცირე დროში, ანკარიდან სტამბოლში ჩასვლას ვერ შეძლებდნენ. მათივე განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკ პომპეოს დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე შეხვდება.


თეგები :