• თბილისი
  • 12°C
  • 27 იანვარი, 2021
article

"მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება" - დონალდ ტრამპი

 ეს არის პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება.

 ”მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება”, - აღნიშნა ტრამპმა.

 მოქმედი პრეზიდენტის მტკიცებით, ის ამერიკისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ეს წარმოადგენს პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულებას, თუმცა ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია, რომლის მიზანია : გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.


თეგები :