• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს

 ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს - ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს.

 მათი თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება.

 იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ დააკავეს პირი, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ინაუგურაციაზე თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.


თეგები :