• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად - აშშ

 საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ამერიკიის შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასია აღნიშნული.

 აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.

   "შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოამჟღავნონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი, უზრუნველყოს, რომ მისი სასამართლო და საბრალდებო სისტემა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად", - ნათქვამია გქანცხადებაში 

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურები და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები:


თეგები :