• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

"დიახ, მე მთვრალი ვარ, თქვენ - მახინჯი“ - სააკაშვილი წულუკიანს ჩერჩილის სიტყვებით პასუხობს

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც თეა წულუკიანმა გუშინ პარლამენტში გააკეთა და თქვა, რომ სააკაშვილი სავალალო მდგომარეობაშია და ასეთი სიტუაციაში ყოფნას საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ უსურვებდა.

„ყველამ დაინახა ამ ხალხის ტყუილები და თავისივე ტყუილებში და ხალხის მოტყუებაში რა თქმა უნდა, მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ კონკრეტულად ამ პიროვნებაზე - ივანიშვილზე, მის ზოგიერთ მინისტრზე მე მახსენდება უინსტონ ჩერჩილი. 

ვიქტორ ჩერჩილს ერთ-ერთ მიღებაზე მიეჭრა ოპონენტი პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი და უთხრა: ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ მთვრალი ხართ! 

ჩერჩილმა ძალიან აუღელვებლად უპასუხა: „ქალბატონო მე მართლაც მთვრალი ვარ, ძალიან, ძალიან მთვრალი ვარ და თქვენ მახინჯი ხართ, ძალიან, ძალიან მახინჯი ხართ! 

ოღონდ ხვალ დილას მე გამეღვიძება და ფხიზელი ვიქნები. ეს არის ჩემი პასუხი წულუკიანს. 

მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილი და წულუკიანი თავისი მასშტაბების გამო იქაც ვერ მომწვდნენ, სადაც მოწვდენა ჩემზე უნდოდა ივანიშვილის პატრონს - პუტინს. 

იქამდეც ვერ მომწვდნენ ეს სუბიექტები და ვერც მომწვდებიან, მაგრამ მალე ქართველი ხალხი მიწვდება მათ ყველგან, სადაც საჭიროა და სათანადოდ აგებინებს პასუხს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თეგები :