• თბილისი
  • 29°C
  • 26 მაისი, 2018
article

"ორი დღეა, დაგეშილები აზიარებენ ქორწილის სურათებს... თქვე ახვრებო, დაანებეთ თავი და შეარგეთ ბედნიერი წუთები"

სტუდენტი ბექა ბოკუჩავა ასე ეხმაურება ქართველი ქალის და შავკანიანი მამაკაცის ქორწილის ფოტოზე, ქართულ სოციალურ ქსელში გაკეთებულ რასისტულ და ფაშისტურ კომენტარებს:

"ქართველების უმეტესობა "სტუმართმოყვარე" კი არა დაბოღმილი და უბედური არსებაა, რომელსაც არასდროს უხარია სხვისი ბედნიერება.

ორი დღეა, დაგეშილები აზიარებენ ქართველი გოგონასა და ფერადკანიანის ქორწილის სურათებს, ზიზღით, ცუდი სურვილებით.

თქვე ახვრებო, დაანებეთ თავი და შეარგეთ ბედნიერი წუთები.

არავის საქმე არ არის, ვინ ვისთან ქმნის ოჯახს, გინდ ფულის გამო და, მით უმეტეს, ნამდვილი სიყვარულით. და იმ "ვაი-პატრიოტებს", ვისაც ქართული "ჯიშის" გადაშენების ეშინია და სხვებს ამიტომ წყევლის - შეგიძლიათ ქართველებზე დაქორწინება და მინიმუმ 20 შვილის გაჩენაც, რა თქმა უნდა, ამის "ტრაკი" თუ გაქვთ.

სხვებს კი შეგვეშვით, ჩვენ გადავწყვეტთ, საკუთარი ცხოვრება ვის დავუკავშიროთ ფერადკანიანს, თურქს, ამერიკელს, კვაზიმოდოს თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელს. შეარგეთ და ისწავლეთ სხვების ბედნიერებით ცხოვრებაც.

21-ე საუკუნეა და მასობრივი რასიზმისგან, ფაშიზმისგან და უამრავი სერიოზული ფობიისგან ვერ გავთავისუფლდით. ტეხავს," - წერს ბექა.

თეგები :