• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე“- გაერო გუთას რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი სირიის გუთას რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ანტონიო გუტერეშმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რეგიონი მოიხსენია როგორც "ჯოჯოხეთი დედამიწაზე.“

სხდომაზე რეზოლუციის პროექტიც წარადგინეს, რომელიც გუთაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას ითვალისწინებს. რუსეთის ავიაციის დახმარებით, სირიის სამთავრობო ძალები გუთას აღმოსავლეთ რაიონებს ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ბომბავენ.

გაეროს მონაცემებით, ავიაიერიშების დროს 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა.

თეგები :